istoria
View more presentations or Upload your own.
საგანი
|
ისტორია მათემატიკა
|
კლასი
|
VIII
|
1.
სახელი და გვარი
|
მანანა გადელია
მთვარისა ლიპარტელიანი
|
2.
თემის სახელწოდება
|
ნაპოლეონის ომების მონაცემთა ანალიზი
|
3.
გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
|
მოსწავლეები შეძლებენ
ორ დისციპლინას შორის კავშირის დამყარებას. იმსჯელებენ ნაპოლეონის ომების შედეგებზე, შეძლებენ მონაცემთა ანალიზს
|
4.სწავლის შედეგები
|
v მოსწავლე აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ სიხშირეთა ცხრილის
სახით მათVIII.11
v აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ გრაფიკული ფორმით სიხშირეთა
ცხრილებით, დიაგრამებით (სვეტოვანი დიაგრამა, წრიული დიაგრამა) მათVIII.11
v ახასიათებს მონაცემთა განლაგებას და გაფანტულობას
v ააგებს რეალური ვითარების ადეკვატურ შესაბამისობას ორ მოცემულ სიმრავლეს
შორის და ცხრილის ან სქემის საშუალებით გამოსახავს მას მათVIII. 6
v მოსწავლე შეძლებს
გამოთვლებთან დაკავშირებულ ამოცანების ამოხსნას მათVIII.4
v მოსწავლე შეძლებს შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და
შედეგები ისტ.
VIII.6
|
5.
მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
|
1.აქტივობა- მასწავლებელი დაფაზე წერს ,, ნაპოლეონი’’ და მოსწავლეების დახმარებით ადგენს
ასოციაციურ რუკას, იწყებს ბრძოლების განხილვას 2 წთ
2. სვამს კითხვას
v
(იასტორია)-დაასახელეთ
ნაპოლეონის პირველი ბრძოლა, რომლითაც პირველად გაიგეს მისი სახელი პარიზში
v
(მათემატიკა)-თუ გინდათ გაიგოთ როდის მოხდა ტულონის ბრძოლა,
მაშინ მისი დაბადებისა და გარდაცვალების
წლების საშუალო არითმეტიკული შეამცირეთ 2-ით (მოსწავლეები დავალებებს ჯგუფებში ასრულებენ) 5 წთ
3. (ისტორია)
გაანალიზეს 1796-97 წლის „იტალიის კამპანია“
1798-1799 ეგვიპტეში ლაშქრობა „პირამიდებთან ბრძოლა“.
მასწავლებელიბელი სვამს კითხვას:
-
რა
იყო ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობის მიზეზი ?
(საფრთხე შეექმნათ ინგლისელებისათვის,შეექმნათ აღმოსავლეთში პლაცდარმები ინდოეთში ინგლისის ბატონობისათვის
საფრთხის შესაქმნელად.) 5 წთ
4.მოსწავლეები იხსენებენ ნაპოლეონის გამონათქვამს პირამიდებთან.
მათემატიკის მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ,
როდის იყო ბრძოლა პირამიდებთან და დროის ხაზის გამოყენებით გაარკვიონ რომელ წლებზეა
საუბარი?
v რა არის დროის ხაზი?
v რა არის საკოორდინატო ღერძი?
v რა კავშირია მათ შორის?
3 წთ
5. (ისტორია) მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ქრონოლოგიური
თანმიმდევრობით ჩამოთვალონ ბრძოლები
2 წთ
6. მოსწავლეები
ავსებენ კროსვორდს მოცემული თარიღების მიხედვით
იხსენებენ ბრძოლის სახელწოდებებს. 2 წთ
7. მასწავლებელი აძლევს დავალებებს:
1. თუ მოცემულ წლებს
დაალაგებთ ზრდის მიხედვით, მაშინ მიიღებთ ვარიაციულ
მწკრივს . რა იქნება ამ მონაცემების მედიანა?
2. სთხოვს ჩამოწერონ
წლები, რომლებიც ახსოვთ პირველიდან
უკანასკნელ ბრძოლამდე. და სვამს კითხვას
v რა იქნება ამ მონაცემების დიაპაზონი?
v თუ თქვენ რომელიმე ბრძოლა გამოგრჩათ, იქნებოდა
თუ არა
დიაპაზონი იგივე?
v რატომ? 2
წთ
8.
მოსწავლეები იხსენებენ გამონათქვამებს. ეკრანზე ჩანს
ახალი გამონათქვამები. ირჩევენ ერთ -ერთს და ასრულებენ დავალებას-შეადგინეთ სიხშირეთა
ცხრილი და ცხრილის გამოყენებით იპოვეთ რიცხვი
რომელიც ყველაზე ხშირად მეორდება .
v რა ჰქვია ამ რიცხვს სტატისტიკის
ენაზე? (მოდა.)
5 წთ
9.
ეკრანზე ჩანს 4 ბრძოლის მონაწილე ჯარისკცების რაოდენობისა და
დანაკარგების დიაგრამა. დიაგრამის მიხედვით
უნდა დაადგიონონ:
v რომელ ბრძოლაში მონაწილეობდა
ყველაზე მეტი ჯარისკაცი?
v რა კითხვებზე შეძლებთ კიდევ
გასცეთ პასუხი? 5 წთ
10.
ისტორიის მასწავლებელი საუბრობს
ბოროდინოს ბრძოლაზე, მონაწილეთა რაოოდენობაზე
და დანაკარგზე, ამ ბრძოლის მნიშვნელობაზე. 3
წთ
11.
მათემატიკის მასწავლებელი ჯგუფებს სთხოვს
მონაწილე მხარეების დანაკარგი გამოსახონ წრიული დიაგრამის საშუალებით. 5
წთ
12.
მასწავლებლები აჯამებენ გაკვეთილს. მსჯელობენ გლობალურ
შედეგებზე . 4 წთ
13.
საშინაო დავალება: შეადგინეთ ნაპოლეონის ომების ქრონოლოგიური
ცხრილი. დააჯგუფეთ ისინი შედეგების მიხედვით და გამოსახეთ წრიული დიაგრამის სახით 2 წთ
|
4.
შეფასება
|
მოსწავლე მსჯელობს არგუმენტირებულად
აკეთემს მონაცემთა ანალიზს
ახასიათებს მონაცემთა განლაგებას და გაფანტულობას
|
10. რესურსები
|
კომპიუტერი, დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო,
ფერადი ფურცლები, მარკერი, სქემა, დიაგრამა, პრეზენტაცია PowerPoint-ში ნაპოლეონის
ბრძოლების მონაცემთა ანალიზი
|
ინფორმაციის წყარო:
სახელმძღვანელო, მასწავლებლის წიგნი
ინტერნეტი ,google.ge
ვიკიპედია
|